Saturday, December 5, 2009

თვალი

 
ცხოველური ორგანიზმების განვითარების პროცესში მხედველობის ორგანოები თანდათან რთულდებოდა. მაგ: ზოგი ჭია საგნებს არჩევს სხეულში მიმობნეული შუქმგრძნობიარე უჯრედების მეშვეობით. კიდევ უფრო სრულყოფილია მწერების და კიბოსნაირთა რთული თვალი, რომლითაც შესაძლებელია გარე სამყაროს საგნების ზომის განსაზღვრაც. ადამიანისგან განსხვავებით ფუტკრის მხედველობა სულ სხვაგვარია. მას რთული თვალი აქვს, რომელიც ათასობით პატარა უძრავი ლინზისგან შედგება. ყოველი ლინზა სწორ ხაზზე მყოფი საგნების ნაწილის ნამცეცა გამოსახულებას იძლევა. ამ გამოსახულებათა კრებული ბუნდოვან, არამკვეთრ სურათს ქმნის. ფერებიდან ფუტკარი ხედავს მომწვანო-მოლურჯო; ლურჯ და ადამიანის თვალისთვის უხილავ ულტრაიისფერ სხივებს. ეს ჭრიჭინას ფესეტური თვალია

ფუტკრებზე ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ ფუტკრის ფერადი  მხედველობა განსხვავდება ჩვენი მხედველობისგან. მათ ,,არ იციან” წითელი კაშკაშა ფერი და ვერ ასხვავებენ მას შავისგან. იმ ყვავილებს, რომლებსაც ჩვენ წითლად ვხედავთ ყოველთვის ახლავს მოიისფრო ტონი და ფუტკრებიც სწორედ მას აღიქვავენ. ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ ,,ჩვენი” თეთრი ფერი მწერების მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება. ეს იმაზეა დამოკიდებული, ირეკლავს თუ არა თეთრი ზედაპირი ულტრაიისფერ სხივებს.

ადამიანებისა და ცხოველების ორგანოები აღიქვამენ სინათლით გაღიზიანებას და განაპირობებენ მხედველობის ფუნქციას.ზოგი მხედველობის ორგანო შეიგრძნობს მხოლოდ სინათლის მიმართულებას და ინტენსიურობას. ადამიანის თვალი შეიგრძნობს 7 ძირითადი ფერის 200 ელფერს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, სინათლის ხარისხისა, სიმაძღრის და თვით ფერის შეგრძნების მიხედვით. ფერის შეგრძნება ახალი ფერის შეგრძნებას.
ადამიანებს ახასიათებთ ახლომხედველობა და შორსმხედველობა. რაც უფრო ახლოა ეს წერტილი, მით უფრო მაღალია ახლომხედველობის ხარისხი და პირიქით. ახლომხედველობის ხარისხი იზომება დიოპტრიებით. ახლომხედველობის უშალო მიზეზია ახლო მანზილზე ხანგრძლივი ინტენსიური მუსაობა და მხედველობის

დაძაბავა. ვითარდება ძირითადად სასკოლო ასაკში და ბავშვის ზრდასთან ერთად თანდათან მატულობს. შორსმხედველობა, როგორც წესი აქვს ახალშობილთა უმრავლესობას, მაგრამ ბავშვების ზრდის პროცესში თვალის კაკალი დიდდება და შორსმხედველობა ქრება.

 


წყარო:
თამუნა ჩუმაშვილი