Saturday, December 5, 2009
თვალი

ფუტკრებზე ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ ფუტკრის ფერადი მხედველობა განსხვავდება ჩვენი მხედველობისგან. მათ ,,არ იციან” წითელი კაშკაშა ფერი და ვერ ასხვავებენ მას შავისგან. იმ ყვავილებს, რომლებსაც ჩვენ წითლად ვხედავთ ყოველთვის ახლავს მოიისფრო ტონი და ფუტკრებიც სწორედ მას აღიქვავენ. ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ ,,ჩვენი” თეთრი ფერი მწერების მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება. ეს იმაზეა დამოკიდებული, ირეკლავს თუ არა თეთრი ზედაპირი ულტრაიისფერ სხივებს.
ადამიანებს ახასიათებთ ახლომხედველობა და შორსმხედველობა. რაც უფრო ახლოა ეს წერტილი, მით უფრო მაღალია ახლომხედველობის ხარისხი და პირიქით. ახლომხედველობის ხარისხი იზომება დიოპტრიებით. ახლომხედველობის უშალო მიზეზია ახლო მანზილზე ხანგრძლივი ინტენსიური მუსაობა და მხედველობის
დაძაბავა. ვითარდება ძირითადად სასკოლო ასაკში და ბავშვის ზრდასთან ერთად თანდათან მატულობს. შორსმხედველობა, როგორც წესი აქვს ახალშობილთა უმრავლესობას, მაგრამ ბავშვების ზრდის პროცესში თვალის კაკალი დიდდება და შორსმხედველობა ქრება.
წყარო:
თამუნა ჩუმაშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)